
"ტრაპიზონის კლინიკა თურქეთში" - საუკეთესო ადგილი ადრეული გამოკვლევებისთვის.
ტრაპიზონის კლინიკა

ტრაპიზონის კლინიკა – მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების პროვაიდერი თურქეთში.
ტრაპიზონის ჰოსპიტალი

სამსუნის კლინიკები– მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების პროვაიდერი თურქეთში.
სამსუნის კლინიკები
თანამედროვე სამედიცინო მომსახურება!
ონკოლოგია
კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
კარდიოლოგია
გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა.
ტრანსპლანტაცია
ორგანოთა გადანერგვა და შემდეგი მკურნალობა.
450
+კვალიფიციური სპეციალისტი
10000
+შესრულებული ოპერაცია
5000
+გადარჩენილი გული
15000
+ბედნიერი პაციენტი
ტრაპიზონის კლინიკა
ტრაპიზონის კლინიკებს ყოველწლიურად მრავალი პაციენტი მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ ტრაპზონის კლინიკაში დანერგილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით, ამავდროულად, წლების განმავლობაში მზარდია კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა, ეს ყოველივე განაპირობებს ტრაპიზონის კლინიკით პაციენტების დაინტერესებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის მზარდია ტრაპიზონის კლინიკებში საქართველოდან პაციენტების ჩამოსვლა სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად, როგორც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობის, ასევე ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
პრევენცია
ტრაპიზონის კლინიკაში დროული დიაგნოსტიკა დაავადების ფარული გავრცელების პრევენციაა!
მომსახურება
ტრაპიზონის კლინიკაში თანამედროვე სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომია!


ტრაპიზონის კლინიკაში მკურნალობა
დოკუმენტები
ანალიზების შეგროვება, მკურნალობის და კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა.
გამგზავრება
ტრანსპორტირების დაგეგმვა, სასტუმროს დაჯავშნა და დაბინავება.
მკურნალობა
დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პოსტოპერაციული პერიოდი.
დაბრუნება
სამშობლოში დაბრუნება, რეაბილიტაცია.

თურქეთის წამყვანი ჰოსპიტალი ტრაპიზონის ცენტრში
ეწვიე ტრაპიზონის ჰოსპიტალს ადრეული გამოკვლევებისთვის.
იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე!
“ტრაპიზონის კლინიკა” – მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების პროვაიდერი თურქეთში.
ტრაპიზონის კლინიკა



ტრაპიზონის ჰოსპიტალი

მოგვწერეთ დღესვე!
დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
შთაბეჭდილებები ტრაპიზონის კლინიკის შესახებ
კლინიკაში გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთის ოპერაცია. ექიმმა და მისმა გუნდმა იდეალურად იმუშავეს. ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ხშირად ვეკონტაქტებოდი ექიმს, ის კი მშვიდად პასუხობდა ჩემს ყველა კითხვას და გაგებით ეკიდებოდა ჩემს შფოთვებს. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ექიმის, ასევე მთელი სამედიცინო გუნდის, მათი თავდაუზოგავი შრომისა და კარგი სერვისის გამო.

ნინო გველუკაშვილი
პაციენტიჩემს ძმას ქონდა მენჯ-ბარძაყის ძვლის პრობლემა. ძალიან ბევრს ვიკლევდით სად ჩაგვეტარებინა ოპერაცია, საქართველოში თუ თურქეთში. ბოლოს თურქეთის კონკრეტულად ეს კლინიკა შევარჩიეთ. ჩატარდა მენჯ-ბარძაყის ძვლის ენდოპროტეზირება, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. კლინიკიდან გავეწერეთ რამდენიმე დღეში ყოველგვარი გართულებების გარეშე. დიდი რეკომენდაცია კლინიკის ექიმებს.

დავით ჩერქეზიშვილი
პაციენტიხშირად დასმული შეკითხვები
ტრაპიზონის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსის შესახებ.
ტრაპიზონის კლინიკაში რომელი სამედიცინო მიმართულებებია ყველაზე მეტად განვითარებული?
ტრაპიზონის მულტიპროფილური ჰოსპიტალი აერთიანებს და წარმატებით უძღვება ისეთ დეპარტამენტებს, როგორიცაა: ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ტრამვატოლოგია, ნეფროლოგია, რეპროდუქცია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია და ა.შ. ჩვენი კლინიკა ლიდერობს წარმატებული ქირურგიული ოპერაციების, ტრანსპლანტაციებისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების სტატისტიკის მხრივ. ჩვენი კლინიკის წარმატების მაღალ მაჩვენებელს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, როგორც მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი სამედიცინო პერსონალი, ასევე ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და მოწყობილებები.
ტრაპიზონის ჰოსპიტალში სამკურნალოდ პაციენტმა რა გზა უნდა გაიაროს?
გლობალური პაციენტი მიყვება ტრაპიზონის ჰოსპიტალის წარმომადგენლის გეგმას და მითითებებს, რაც მაქსიმალურად ამარტივებს პროცედურას. საწყის ეტაპზე გროვდება პაციენტის ანამნეზი, რომელსაც კლინიკის შესაბამისი მიმართულების პროფესორი ყურადღებით ეცნობა და პაციენტს აწვდის უფასო მეორად მოსაზრებას. მეორად მოსაზრებაში შესაძლოა ექიმმა დაადასტუროს ჩატარებული მკურნალობის გეგმის სისწორე და პაციენტს ურჩიოს რომ გააგრძელოს თავის სამშობლოში მკურნალობა. მეორე მხრივ, თუკი პაციენტის ჩატარებული კვლევები არასრული ან საეჭვოა, ექიმი გაწერს პაციენტისთვის აუცილებელ სადიაგნოსტიკო კვლევებს. პაციენტი ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა პროცედურების გავლა უწევს ქვეყანაში ჩასვლის შემდგომ და თუ რა ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული ყოველივე ეს. თუკი პაციენტი გადაწყვეტს ექიმთან ვიზიტს, კლინიკის აგენტი პაციენტს აკვალიანებს ფრენის ბილეთების, ახლომდებარე სასტუმროს საკითხებში. ადგილზე ჩასულ პაციენტს ემსახურება ტრანსფერი და ქართულენოვანი თარჯიმანი. პაციენტი გადის შესაბამის კვლევებს ჩვენს კლინიკაში, საჭიროების შემთხვევაში უტარდება შესაბამისი ჩარევა ან ენიშნება მკურნალობა. პაციენტი ბრუნდება ქვეყანაში, თუმცა აგრძელებს კომუნიკაციას ჩვენთან და მკურნალ ექიმთან.
